“ქართული ოცნების” დეპუტატის, ნინო წილოსანის აზრით, შაბათ-კვირას დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება შესაძლებელია, _ ამის შესახებ წილოსანმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა. დეპუტატის თქმით, ეს არ წარმოადგენს განსაკუთრებულ რისკებს.
“ყოველთვის როგორც საჯარო, ისე დახურულ შეხვედრებზე ვახმოვანებ აუცილებლობას რეგულაციების შემსუბუქებასთან დაკავშირებით. მათ შორის, აქტიურად ვითხოვდი ტრანსპორტის და სკოლების უფრო ადრე გახსნას, ვიდრე ეს რეალურად მოხდა. ახლაც, მიმაჩნია, რომ შაბათ-კვირას დაწესებული შეზღუდვები შეიძლება შემსუბუქდეს, რადგან არ წარმოადგენს განსაკუთრებულ რისკებს. ასევე, ეკონომიკის მინისტრს ვთხოვე ზამთრის კურორტების გახსნა, თუნდაც თავდაპირველად სასტუმროების ნაწილში”, _ წერს ის ფეისბუქზე.