1940 წლის 17 ოქტომბერს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში დაიბადა გურამ შარაძე.
ის იყო ქართველი ფილოლოგი, ისტორიკოსი, პოლიტიკოსი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი.
„წეღან ვფიქრობდი, რამდენი სიმწარე მაქვს გამოვლილი. თუნდაც ის, ცამდე მართალი რომ ხარ და არ გიჯერებენ. რამდენი მიყურებდა ეჭვის თვალით, რომდესაც ვამტკიცებდი, რომ გურამ შარაძე მოკლა სააკაშვილმა და მოკლა იმიტომ, რომ ის გურამ შარაძე იყო!
თუმცა, სიმწარესთან ერთად, ღმერთმა არაერთი სიკეთეც დამაფერთხა და დღეს იმითაც ვარ ბედნიერი, რომ ბავშვმაც კი იცის, ვინ და რატომ მოკლა მამაჩემი.
დაბადების დღეს გილოცავ, მა!
მინდა შენთან, მაგრამ ჯერ აქაც მინდა, შენი მკვლელების დედისტირება უნდა ვნახო“ – წერს სოციალურ ქსელში გურამ შარაძის ქალიშვილი, რუსუდან შარაძე.