https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, გაითიშა გათბობა და ელექტროენერგია

    გაერო-ში რუსეთის ელჩი – ვიდრე კიევის ბანდის ლიდერი გონს არ მოეგება, ჩვენ პრობლემების სამხედრო გზით მოგვარებას გავაგრძელებთ

    “ჰეინეკენის” ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს

    დონალდ ტრამპი – ვოლოდიმირ ზელენსკის მხოლოდ ერთი „კარტი“ აქვს: დონალდ ტრამპი

    ტრამპი: „მკაცრად ვურჩევ მათ, დადონ გარიგება, ვიდრე გვიან არ არის“

    „მკაცრად დავიცავთ ეროვნულ ინტერესებს“ _ ვის მხარეზეა ირანის არმია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, გაითიშა გათბობა და ელექტროენერგია

    გაერო-ში რუსეთის ელჩი – ვიდრე კიევის ბანდის ლიდერი გონს არ მოეგება, ჩვენ პრობლემების სამხედრო გზით მოგვარებას გავაგრძელებთ

    “ჰეინეკენის” ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს

    დონალდ ტრამპი – ვოლოდიმირ ზელენსკის მხოლოდ ერთი „კარტი“ აქვს: დონალდ ტრამპი

    ტრამპი: „მკაცრად ვურჩევ მათ, დადონ გარიგება, ვიდრე გვიან არ არის“

    „მკაცრად დავიცავთ ეროვნულ ინტერესებს“ _ ვის მხარეზეა ირანის არმია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“მინდა, შევხვდე ციპლენკოვს და სამუდამოდ გავაქროთ კითხვის ნიშნები!”

12:04; 18.03.2023
სპორტი
Share on FacebookShare on TwitterEmail

“დენის ციპლენკოვზე ძალიან ვარ გაბრაზებული და იმედია, ჩვენი შეხვედრა მალე შედგება”, – ამბობს “მკლავჭიდის მეფე” ლევან საგინაშვილი. “ქართველი ჰალკი”, რომელსაც 2018 წლის შემდეგ ერთი ორთაბრძოლაც არ წაუგია. დუბაიში გამართულ King of the Table 6-ის მაგიდასთან ქართველმა გოლიათმა 4:2 დაამარცხა იტალიელი “გლადიატორი” ერმეს გასპარინი. დიდი ხანია, ლევანმა “მშრალი” ანგარიშებით გამარჯვებას მიგვაჩვია და ეს ანგარიში, ცოტა არ იყოს, გვეხამუშა, თუმცა… 4:0 დაწინაურების შემდეგ “ჰალკს” სუნთქვის პრობლემა შეექმნა და ბრძოლა აღარ გააგრძელა. დასწყდა თუ არა გული “წაგებულ” რაუნდებზე, რატომ არ გახდა ფეხბურთელი, რას ფიქრობს ხვიჩა კვარაცხელიაზე და რას უპირებს უახლოეს მეტოქეებს, –  “მაგიდის მეფე” ლევან საგინაშვილი საუბრობს.

– გასპარინისთან მატჩში “უჩვეულო” ანგარიშის მიზეზი ის არის, რომ დუბაის დარბაზში არ იყო საკმარისი ჟანგბადი! კონდიცირების სისტემა სრული დატვირთვით არ მუშაობდა, როცა დარბაზი მაყურებლებით გაივსო, ჰაერი მალევე ჩაიხუთა და ისე დამძიმდა, მეც და გასპარინისაც სუნთქვის პრობლემა შეგვექმნა. ერმესზე გაცილებით მძიმეწონოსანი ვარ და ასეთ პირობებში ასპარეზობა მე უფრო გამიჭირდა. სუნთქვის პრობლემამ საწყის რაუნდებში იჩინა თავი, მაგრამ მაქსიმალური მობილიზების წყალობით ოთხი რაუნდი მოვიგე და ასაპრეზობა შევწყვიტე. შევატყვე, იყო ალბათობა, ხელის გადაწევის დროს ან მანამდე გონება დამეკარგა და ეს ნამდვილად არ იქნებოდა სასიამოვნო “სანახაობა”.

– ბევრჯერ გითქვამს, რომ დუბაიში ასპარეზობა ყველაზე კომფორტულია შენთვის: არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩასასვლელად 3 საათიც კმარა და ორგანიზებაც ყოველთვის მაღალ დონეზეაო. ამჯერად რა მოხდა?

– დევონ ლარატსაც ამავე დარბაზში შევხვდი. თუმცა ის მატჩი ივლისში გაიმართა და გარეთ ისე ცხელოდა, კონდიცირება მაქსიმალურ ნიშნულზე იყო ჩართული. გასპარინისთან შეხვედრისას კი, რაკი გარეთ სიგრილე იყო, დარბაზის ძალიან გაცივება არ ჩათვალეს საჭიროდ… ამის გამო მაყურებლებით სავსე დარბაზში მალევე ვიგრძენით ჟანგბადის ნაკლებობა. არა მარტო ჩვენ – გულშემატკივრებიც უჩიოდნენ სიცხეს და უჟანგბადობას.

– შარშანდელ ინტერვიუში მითხარი, რომ შენთვის თავად გამონახე მოტივაცია – მინდა ისე დავასრულო კარიერა, ერთი რაუნდიც არ წავაგოო. 2018 წლის შემდეგ არც წაგიგია, თუმცა… აქამდე უნაკლო სტატისტიკაში გასპარინისთან 4:2 გამარჯვებაც გამოერია… გული არ გწყდება?

– სიმართლე გითხრათ, საბოლოო ანგარიშის მიუხედავად, იმ ორ რაუნდს წაგებად მაინც ვერც აღვიქვამ… ისე არ ყოფილა, თითქოს გასპარინი მაგიდასთან იდგა და მელოდა, მე კი მისვლას ვერ ვახერხებდი – ორივე ვისხედით, სუნთქვა ორივეს გვიჭირდა, მაგრამ ასპარეზობა მე შევწყვიტე. ასეც უნდა ყოფილიყო: უკვე გამარჯვებული ვიყავი და ეს გადაწყვეტილება სწორედ მე უნდა მიმეღო! რაც შეეხება ანგარიშს – არა უშავს, ეს შეხვედრაც 6:0 რომ ვერ მოვიგე. მით უმეტეს… გასპარინისთან შეხვედრაში მოტივაციის მოძებნა გამიჭირდა.

– იმიტომ, რომ დარწმუნებული იყავი გამარჯვებაში? ეს ხომ ნებისმიერ მეტოქესთან ასეა?

– ერთი ვიცი, რომ არ ვიყავი საკმარისად მოტივირებული… ერმესი არ გამოდგა მოწინააღმდეგე, რომელიც “საკმარისად” გამაღიზიანებდა, ძალიან მომანდომებდა გამარჯვებას… შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ მოვალეობის მოხდის მიზნითაც კი გავედი მაგიდასთან…

– გამოდის, ერმესიც ლარატივით უნდა მოქცეულიყო და შეურაცხმყოფელი განცხადებებით ეცადა შენი მდგომარეობიდან გამოყვანა?!

– დევონ ლარატი ერმესზე ძლიერი და სახელგანთქმული მკლავჭიდელია – მის ქცევასთან ერთად, ესეც მაძლევდა მოტივაციას. გასპარინიც კარგი ბიჭია, ძლიერი სპორტსმენი, მაგრამ რაღაცნაირად ვერ შევძელი მოტივირება. ორთაბრძოლის დასრულების შემდეგ გულწრფელად შევაქე იტალიელი – ბოლომდე იბრძოლა, თითქმის მთლიანად გადაწეული მაჯითაც დიდხანს გამიძალიანდა… ასეთი ტექნიკით დიდხანს ბრძოლა ძალიან სახიფათოა – შეიძლება მკლავჭიდელმა უმძიმესი დაზიანება მიიღოს. ერმესმა მაქსიმალურად გაიმეტა თავი, ბოლომდე იბრძოლა და საქებარი სიტყვებიც ნამდვილად დაიმსახურა ჩემგან. მაგრამ ეს მერე იყო – ბრძოლის დაწყებამდე კი ძალიან გამიჭირდა ბოლომდე მობილიზება… აი, დამინიშნონ შეხვედრა დენის ციპლენკოვთან და… მოტივაცია მერე ნახეთ!

– კი ამბობ, გასპარინისთან შეხვედრის წინ სათანადოდ მობილიზება გამიჭირდაო, მაგრამ მაგიდასთან ისეთი სახით მიხვედი, გვეგონა, ერმესის გადაყლაპვას აპირებდი… ასე ძალიან მეტოქის დემორალიზებისთვის “იბღვირებოდი”?

– ეს საბრძოლო განწყობის შესაქმნელად, მობილიზებისთვის არის საჭირო. გარდა ამისა, ორთაბრძოლის დაწყებამდე მაყურებლის აყოლიებაზეც ფიქრობ… მკლავჭიდის მატჩი ხომ მხოლოდ მკლავის გადაწევა არ არის? ერთგვარი შოუც უნდა იყოს, საინტერესო სანახაობა, მით უმეტეს, ამ ტურნირების გამართვა სწორედ იმ ადამიანებზეა დამოკიდებული, ვინც ტრანსლაციებს ყიდულობს და უყურებს. მაყურებელს დაძაბულობა, სანახაობა უყვარს. წინასამატჩო ამბებიც ამასთან არის ხოლმე დაკავშირებული. გეხსომებათ, როგორ იქცეოდა ლარატი ჩემთან შეხვედრამდე. სამაგიეროდ, პირისპირ საუბრისას სულ იმას მეუბნებოდა, მართლა ასე კი არ ვფიქრობ, ამას შოუს დრამატიზებისთვის ვაკეთებო. ცუდ რაღაცებს რომ იტყოდა ჩემზე, მერე თავის მართლებას იწყებდა.

– ლარატსა და გასპარინისთან ხელის მტევნების სპეციალური სამაგრით “დაბმა” რამდენჯერმე გახდა საჭირო… ასეთ დროს მკლავჭიდელი დისკომფორტს არ განიცდის?

– გააჩნია, როგორ დააბამს მსაჯი! შეიძლება ისე დააბას, ძალიან არაკომფორტულად გრძნობდე ხელს, მოწინააღმდეგემ კი, პირიქით, უპირატესობა მიიღოს. უმეტესწილად ასეც ხდება – ისე გადააბამენ ხოლმე ხელებს, რომ მე არაკომფორტულად ვგრძნობდე თავს და მეტ-ნაკლებად, გაათანაბრონ ძალები. ასე იყო გასპარინისთან შეხვედრის დროსაც. გარდა ამისა, მაჯას მხოლოდ მე მასწორებინებდნენ, ერმესს – არა. ასეთი რაღაცები უკვე აღარც მიკვირს.

– ხელის გადაწევის დროს იტალიელს თვალებში უყურებდი, გასპარინი კი მხოლოდ თავის მკლავს დაჰყურებდა…

– იმ დროს ჯერ კიდევ არა მიშავდა… ჟანგბადის ნაკლებობა უკვე მაწუხებდა, მაგრამ თავს მეტ-ნაკლებად ნორმალურად ვგრძნობდი. აი, მესამე რაუნდში კი, რომელიც ყველაზე მეტად გაიწელა, დავრწმუნდი, რომ დახუთული ჰაერის გამო მალე სერიოზული პრობლემები მექნებოდა და საქმე დროულად უნდა მომემთავრებინა. ამიტომაც, როგორც კი შეხვედრა განახლდა, მესამე და მეოთხე ქულა სწრაფად მოვიპოვე. ვგრძნობდი, რომ უკვე გონებაც მებინდებოდა, აზროვნებაც მიჭირდა და ყველაფერი სწრაფად უნდა დამესრულებინა.

– ისე, დევონ ლარატს Kინგ ოფ ტჰე თაბლე 4-ზე მოუგე, გასპარინის – თაბლე 6-ზე. 5 გამოტოვეთ?

– მეხუთე ტურნირიც გაიმართა, მაგრამ “მაგიდის მეფე” არ გამოვლენილა. მეფე მე ვარ (იცინის).

– ერმეს გასპარინი იტალიელია, იტალია კი დღეს ხვიჩა კვარაცხელიაზეა გადარეული… ერმესთან კვარაზეც ხომ არ გილაპარაკია?

– არა, ერმესს კოჭებში ეტყობა, რომ არ არის ფეხბურთის მოყვარული. საერთოდაც, რაღაცნაირი, თავისებური ყმაწვილია. როგორც გითხარით, აგრესიაც კი არ გამოუწვევია ჩემში… წინასამატჩო პრესკონფერენციებზე ამბობდა, ლევანს დიდი წინააღმდეგობა თუ გავუწიე, ამითაც კმაყოფილი ვიქნებიო. ალბათ, ასე ჩემი ყურადღების მოდუნებას ცდილობდა, მაგრამ ფაქტია, ასეთი ლაპარაკით მაყურებლის ინტერესი სერიოზულად შეამცირა! გეთანხმებით: იტალიელს ფეხბურთი არ უყვარდეს, გასაკვირი ამბავია, მაგრამ საქმეც ის არის, რომ მკლავჭიდელების უმეტესობა ასეთია – მხოლოდ მკლავჭიდს უყურებენ, ჩაკეტილები არიან ამ სამყაროში, სხვა არაფერი აინტერესებთ. დეკემბერში პარიზში დამპატიჟეს მკლავჭიდელებმა. ბარში ვისხედით, როცა მსოფლიო ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრების მატჩი დაიწყო. ცოტა ხანში ჩემი ფრანგი მასპინძლები წამოიშალნენ და წასვლა დააპირეს, დარბაზში წავიდეთ, ვივარჯიშოთო. მერე, ფეხბურთი-მეთქი, ვკითხე გაკვირვებულმა. არ გვაინტერესებსო… სად არის სამართალი: საფრანგეთი უნდა თამაშობდეს მუნდიალზე და საქართველო არ-მეთქი, მივაძახე… რაც შეეხება ხვიჩას, მას პირადად არ ვიცნობ. რამდენჯერმე მხოლოდ ინსტაგრამით შევეხმიანეთ ერთმანეთს, მაგრამ ძალიან მიყვარს! საოცრად კარგი ბიჭია პიროვნულადაც და ფეხბურთელი ხომ მთლად სასწაულია. კვარა ჩვენი იმედია! ფეხბურთი და იტალია თავიდან შემაყვარა. არადა, წლებია, იტალიის ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” გულშემატკივარი ვარ: განსაკუთრებულად მიყვარს დელ პიერო და ბუფონი. პატარაობისას პაოლო მალდინის ფანი ვიყავი.

– იტალიის ნაკრების გულშემატკივარი ყოფილხარ და ახლა გასაგებია, რატომ “აჩუქე” გასპარინის ორი რაუნდი… ხუმრობა კარგია, მაგრამ საფეხბურთო თემა გავაგრძელოთ: რატომ არ დადგა ლევან საგინაშვილისგან ფეხბურთელი?

– მოზარდობაში ისე სწრაფად ავიყარე ტანი, რომ როგორც ექიმებმა აგვიხსნეს, ყველა ორგანო ვერ “აჰყვა ტემპს” და ზრდაში ჩამორჩა. საკმარისი იყო თუნდაც მცირე ფიზიკური დატვირთვა, რომ მაშინვე წნევა მეცემოდა და ძალიან ცუდად ვხდებოდი. ეს პრობლემა 15 წლის ასაკიდან მაწუხებდა და სანამ 20-ის არ გავხდი, ვერ მოვიშორე. საბოლოოდ, იძულებული გავხდი, ფეხბურთში ვარჯიშისთვის თავი დამენებებინა. რაც შეეხება მკლავჭიდს, ვარჯიში საკმაოდ გვიან დავიწყე. მაშინ ჯანმრთელობის პრობლემები უკვე აღარ მაწუხებდა. ფეხბურთზე მაინც არ მწყდება გული – ყოველთვის მინდოდა სპორტსმენი ვყოფილიყავი და რადგან ეს ოცნება ავიხდინე, სანანებელი აღარაფერი მაქვს. ახალგაზრდებს კი მოვუწოდებ – მცირედით არასდროს დაკმაყოფილდნენ, მიზანი ყოველთვის და ყველგან ჩემპიონობა უნდა იყოს!

– მკლავჭიდს დავუბრუნდეთ: ერმეს გასპარინისთან მატჩ-რევანში ხომ არ სურს?

– თვითონ ამბობს, დაახლოებით ორ წელიწადში მზად ვიქნებიო და ვნახოთ… მე არ მაქვს შეხვედრის პრობლემა. აი, წელს კი სხვა გეგმები მაქვს: 22 ივლისს სტამბოლში ყაზახ არტიომ მოროზოვს უნდა შევხვდე. “დასავლეთი აღმოსავლეთის წინააღმდეგ”, – ასე ჰქვია ტურნირს, ოქტომბერში კი ლარატი-ციპლენკოვის მატჩია და თუ ციპლენკოვმა მოიგო, დიდი ალბათობით, გაზაფხულზე სწორედ მას შევხვდები!

– ბოლო დროს მოროზოვმა ძალიან მოუმატა – 25 წლის არის, ძალაც ერჩის და გამოცდილებაც დააგროვა, მაგრამ… აქვს შენთან რამე შანსი?

– ერთი ვიცი – მოვუგებ (იცინის)! მოროზოვი შესამჩნევად არის გაძლიერებული, ბოლო ბრძოლის შემდეგ 10 კილოგრამი აქვს მომატებული, თუმცა…

– შენი პასუხებიდან გამომდინარე, ვატყობ, რომ მთავარ კონკურენტად მაინც ციპლენკოვი (დენის ციპლენკოვი – უკრაინული წარმოშობის რუსი მკლავჭიდელი. მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი. წლებია, მოსკოვში ცხოვრობს. არის პარტია “ერთიანი რუსეთის” წევრი) მიგაჩნია. ასეა?

– არ ვიცი, ახლა როგორ ფორმაშია ციპლენკოვი. თებერვალში ბრზენკს მოუგო, მაგრამ რაც უნდა ძლიერი და გამოცდილი იყოს, 58 წლის მეტოქის დამარცხებით რეალურ სურათს ვერ დავინახავთ. სამაგიეროდ, ლარატთან შეხვედრა გამოაჩენს ბევრ რამეს. არა მგონია, დენისმა ადვილად “გაისეირნოს” კანადელთან, მით უმეტეს, ლარატი კარგ ფორმაშია. წლებია, ციპლენკოვთან მატჩს ველი, ჩვენი ორთაბრძოლა ნამდვილად დიდი მოვლენა იქნება. მასთან შეხვედრისას მოტივაცია ნამდვილად არ მექნება საძებნელი!

– ე.ი. ლარატთან შეხვედრისას, ციპლენკოვს უნდა ვუქომაგოთ, რომ თქვენი შეხვედრა, ბოლოს და ბოლოს, გაიმართოს!

– დიახ, მინდა შევხვდე და ერთხელ და სამუდამოდ გავაქროთ კითხვის ნიშნები… მით უმეტეს, ციპლენკოვზე ძალიან ვარ გაბრაზებული – რუსეთში ომის მხარდამჭერ აქციებზე დადის და მისაღები ამის გამოც უნდა მიიღოს!

– საუბრის ბოლოს ისევ ბოლო შეხვედრას მივუბრუნდეთ: გასაგებია, რომ გასპარინის შენთვის ხელი ერთხელაც არ გადაუწევია, მაგრამ სტატისტიკაში მაინც 4:2 დარჩება და გატყობ, რომ ეს ორი რაუნდი გულში მაინც ხინჯად გაქვს… ოღონდ მგონია, ეს ანგარიში, ერთგვარი “გადატვირთვაც” იქნება შენს კარიერაში, მომდევნო შეხვედრებს ორმაგი მოტივაციით შეხვდები!

– მართალია! აქამდე ტურნირიდან დაბრუნებული, ერთ თვეს ვისვენებდი ხოლმე, ახლა კი დუბაიდან დაბრუნებიდან მეორე დღესვე განვაახლე ვარჯიში! ცოტა წონაც მაქვს დასაკლები, გარკვეული კომპონენტები უნდა გავაუმჯობესო და მომდევნო შეხვედრას ბევრად მონდომებული შევხვდები, მით უმეტეს, თუ ციპლენკოვთან შეხვედრა შედგა, ის მართლაც კარიერის მთავარი მატჩი იქნება ჩემთვის!

წყარო: კვირის პალიტრა

ლევან საგინაშვილი
გაზიარება5Tweet3Send

ამავე კატეგორიაში

სპორტი

„გურიას“ სამწვრთნელო შტაბი, სპორტული დირექტორი და ახალწვეულები _როგორ ხვდება „გურია“ ახალ საფეხბურთო სეზონს

10:20; 13 იანვარი, 2026
სპორტი

ოზურგეთელი მოჭიდავის წარმატება

20:28; 10 იანვარი, 2026
სპორტი

საქართველოს ჩემპიონატიდან ოზურგეთელმა მოჭიდავეებმა შედეგები უკვე დადეს 

19:02; 10 იანვარი, 2026
სპორტი

საბა მამალაძე ბრინჯაოს პრიზიორი გახდა

12:28; 10 იანვარი, 2026
სპორტი

ქსკ “ლანჩხუთის” მეკარე თათია გაბუნია სეზონის საუკეთესო მეკარედ დასახელდა

20:21; 27 დეკემბერი, 2025

"სამმა კაცმა დააგორა და უმოწყალოდ სცემა" - ქუთაისში დაცვის თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდნენ

"სამტრედიის ფეხბურთის სავიზიტო ბარათი იყავი"- კლუბი ზურაბ კოხრეიძეს ემშვიდობება

ყველა სიახლე

საზოგადოება

კალანდა სოფელ შემოქმედში

20:13; 13.01.2026
საზოგადოება

ექსკლუზივი: სენაკის პოლიციაში საკადრო ცვლილებებია – დაინიშნა ახალი უფროსი

19:54; 13.01.2026
პოლიტიკა

ნუგზარ წიკლაური: ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური დევნის მსხვერპლი გახდა

16:19; 13.01.2026
პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი სასამართლოდან გააძევეს და პატიმრობაში დატოვეს

16:05; 13.01.2026
მსოფლიო

რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, გაითიშა გათბობა და ელექტროენერგია

15:46; 13.01.2026
საზოგადოება

ინტენსიური თოვა – სად რა სახის ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

15:15; 13.01.2026
პოლიტიკა

“ირაკლი ღარიბაშვილს შევხვდი”- ადვოკატი

14:38; 13.01.2026
საზოგადოება

CMIS-ის კვლევა: „ქართული ოცნების“ პროპაგანდა მზია ამაღლობელის წინააღმდეგ

13:31; 13.01.2026
პოლიტიკა

“საქართველოში ტერორმა მმართველ ელიტამდეც მიაღწია – რეჟიმი პოზიციებს თმობს” – სალომე ზურაბიშვილი

13:23; 13.01.2026
საზოგადოება

საიამ ციალა ქათამიძის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა

13:10; 13.01.2026
საზოგადოება

კალანდა

13:04; 13.01.2026
საზოგადოება

საუკუნეებს მიღმა დაბადებული ტრადიციები და რიტუალები

12:50; 13.01.2026
ზაფრანი

საინტერესო ფაქტები ზოდიაქოს ნიშნების შესახებ

12:21; 13.01.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნები და ფულთან დამოკიდებულება

12:20; 13.01.2026
მსოფლიო

გაერო-ში რუსეთის ელჩი – ვიდრე კიევის ბანდის ლიდერი გონს არ მოეგება, ჩვენ პრობლემების სამხედრო გზით მოგვარებას გავაგრძელებთ

12:15; 13.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026
0

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო