მინერალურ წყალს, ამ მაცოცხლებელ სითხეს, საოცარი სიკეთის მოტანა შეუძლია.
ის იცავს ორგანიზმს დაავადებებისგან, მატებს ენერგიას. მინერალური წყლების ქიმიური შემადგენლობის შესწავლამ ცხადყო მტკნარ წყალზე მათი უპირატესობა შემდეგი ფაქტორებით: წყლის ტემპერატურა, იონიზებული ფორმით ნივთიერებათა მნიშვნელოვანი რაოდენობა და ქიმიური ელემენტების არსებობა, აირების (ნახშირწყალბადი, გოგირდწყალბადი, რადონი და სხვ.) შემცველობა.
ყველაფერი ეს მინერალურ წყალს სძენს ბიოლოგიურ აქტიურობას, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება მისი მინერალიზაციაა (მარილებით).
მინერალურ წყლებს ფართოდ იყენებენ ნივთიერებათა ცვლის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, შარდსადინარი გზების პროფილაქტიკისთვის და სამკურნალოდ. ფარისებრი ჯირკვლის დაავადებისას რეკომენდებულია იოდბრომიანი წყლები.