მინისტრთა კაბინეტის წევრები IRI-ს კვლევის შედეგებს არ ენდობიან. მინისტრები ფიქრობენ, რომ მსგავსი კვლევები ცდომილებებს მუდამ ატარებს და არსებულ რეალობას ვერ ასახავს.
„კვლევა საინტერესო შედეგებს აჩვენებს. არჩევნევის წინ გამოაქვეყნა IRI-მ ზუსტად ასეთი კვლევა და ზუსტად ორჯერ შეეშალა ქართული ოცნების რეიტინგი, ასე რომ თუ მათი კვლევის სანდოობის შემოწმება უნდა ვინმეს, არჩევნების წინა კვლევა უნდა ნახოს,“– განაცხადა განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, კი ამ კვლევის შედეგები არაფრის მომცემია.
„კვლევები ყოველთვის ვერ ასახავენ იმ რეალობას, რაც არის და ამ კვლევის შედეგები რაღაც მნიშვნელოვანის მომცემი არ არის,“– ამბობს ლევან დავითაშვილი.
IRI-ის კვლევის შედეგებს აფასებენ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებიც. მმართველ გუნდის წევრები კვლევის მეთოდოლოგიაზე ამახვილებენ ყურადღებას და განმარტავენ, რომ ეს მეთოდები საქართველოში არსებულ რეალოაბასთან შესაბამისობაში არ მოდის. ოპოზიცია კი ხელისუფლების კრახზე საუბრობს და ამბობს, რომ ხალხი მმართველ ძალას აღარ ენდობა.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევის თანახმად, პარტიებს შორის რეიტინგში პირველ ადგილზე 30 %-ით “ქართული ოცნებაა“, მეორეზე კი %-ით „ნაციონალური მოძრაობა“. მესამე ადგილს იკავებს „ევროპული საქართველო“ 8%-ით. კვლევის თანახმად, პოლიტიკოსთა რეიტინგში პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 67%-ით ლიდერობს, მეორე ადგილზე 65 პროცენტით დავით სერგეენკოა, პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი 55%-ით კი მესამე ადგილს იკავებს. გამოკითხვის შედეგების სრული ვერსია 3 აპრილს გამოქვეყნდება.
imedinews.ge