“მიშამ მიიღო მაპზე უკეთესი”, _ ასე გამოეხმაურა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩის, თეიმურაზ შარაშენიძის თბილისში კონსულტაციებზე გამოძახების შესახებ ინფორმაციას პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი.
“მიშამ მიიღო მაპზე უკეთესი, იმიტომ, რომ ვიცე პრემიერის პოზიცია არის დამოკიდებული პოზიცია და ახლა, ფაქტობრივად, მისი პოლიტიკური წონა არის ბევრად უფრო მაღალი, ბევრად მეტი თავისუფლება აქვს მოქმედებებში და პასუხისმგებლობაც ბევრად უფრო ნაკლები აქვს, – განაცხადა გია ხუხაშვილმა “მთავართან” საუბრისას.