ჭიათურაში, მაღაროელებმა შიმშილობა შეწყვიტეს. ამის შესახებ ინფორმაციას “ინფო იმერეთი” ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, პროტესტის ამ უკიდურესი ფორმის შეწყვეტის გადაწყვეტილება მათ ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტ დანიელთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს.
მერაბ სარალიძემ და სიმონ მიქაცაძემ შიმშილობა 4 აპრილს დაიწყეს. მაღაროელების მოთხოვნაა, სახელმწიფო ჩაერთოს მათი პრობლემების მოგვარებაში, შეხვდეს ხელისუფლების წარმომადგენელი მაღაროელებს და უშუალოდ მოისმინოს მათი პოზიციის შესახებ.