ძლიერმა ქარმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა.
როგორც უკვე ვწერდით, დუმბაძის ქუჩაზე, “გურია ნიუსის” ოფისის წინ ქარმა ხე მოთხარა და საქუჩო განათების ბოძი წააქცია.
ამ წუთისთვის ქარმა მეორე მრავალწლიანი ხეც მოგლიჯა.
ამ წუთებში ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.
გზის აღნიშნული მონაკვეთი გადაკეტილია.