პარკოსანთა ოჯახის ბალახოვანი მცენარე მიწის თხილის – არაქისის 15 სახეობა არსებობს. მიწის თხილი არა მარტო გემრიელია, არამედ, სასარგებლოც. ის შეიცავს სახამებელს, ცილებს, გლობულინებს, არაქინსა და კონარქინს, B1 და B2 ვიტამინებს, ამინომჟავებს, პურინებს, ფენოლკარბონის მჟავებს, ლეიკოანიოციანიდს, ფოლიუმის მჟავას, რომელიც აუმჯობესებს სისხლმბადი ორგანოების მუშაობას, ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნას და სასუნთქი გზების დაავადებათა პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებაა.
არაქისი კალორიულია, უხდება გულს. მასში დიდი რაოდენობით არსებული უჯრედისი ხელს უწყობს სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის დონის შენარჩუნებას.
არაქისი მდიდარია კალიუმით, კალციუმით, ფოსფორით, სპილენძით, რკინით, B და E ვიტამინებით, ანტიოქსიდანტ პოლიფენოლებითა და პროტეინებით. E ვიტამინი ამცირებს კიბოსა და გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარების რისკს, ასტიმულირებს კუნთების აქტიურობას და სასქესო ჯირკვლების ფუნქციას, ხოლო ნიკოტინის მჟავა ხელს უწყობს დაზიანებული უჯრედების აღდგენას. საუკეთესო პროფილაქტიკური საშუალებაა ალცჰაიმერის დაავადებისა და ასაკობრივი კოგნიტური დარღვევების დროს, ბიოფლავონოიდი რესვერატროლი თავის ტვინის სისხლის მიმოქცევას 30%-ით აუმჯობესებს.