BBC-ის ინფორმაციით, ინდონეზიის კუნძულ ლომბოკზე 6. 9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
გავრცელებული ცნობით, მიწისძვრის შედეგად 91 ადამიანი დაიღუპა, 1 000 ტურისტის ევაკუაცია გახორციელდა, კუნძულ ბალიზე კი 1 ადამიანი ემხვერპლა.
როგორც ცნობილია, მიწისძვრა კუნძულზე კვირას დილით მოხდა და მას შემდეგ 130 ბიძგი დაფიქსირდა.
მაუწყებლის ინფორმაციით, კუნძულ ლომბოკზე მიწისძვრა გასულ კვირასაც მოხდა, რასაც 16 ადამიანი ემსხვერპლა.