BBC -ის ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა იაპონიაში 161-მდე გაიზარდა, მაშველები დაკარგულ 100-მდე ადამიანს ეძებენ.
როგორც ცნობილია, სამძებრო სამუშაოებს უამინდობა ართულებს.
ცნობისთვის, 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ნოტოს ნახევარკუნძულზე რამდენიმე დღის წინ მოხდა, რამაც შენობების ნგრევა გამოიწვია, დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა, რის გამოც 2000-მდე ადამიანი გარესამყაროს მოწყვეტილია.