მიუნხენში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი საავიაციო ბომბი აფეთქდა.
როგორც Reuters იუწყება, აფეთქება მატარებლის სადგურთან ხიდზე სამშენებლო სამუშაოების დროს მოხდა. აფეთქების შედეგად დაშავებულია 4 ადამიანი.
ინფორმაციისთვის, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ გერმანიაში ასაფეთქებელ და საბრძოლო მასალას ყოველწლიურად პოულობენ.