გერმანიაში, მიუნხენში რკინიგზის სადგურზე სროლის ხმა ისმოდა. აღნიშნულ ინფორმაციას THE INDIAN EXPRESS ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, სადგურზე ცეცხლი დაუდგენელმა პირმა გახსნა, რის შედეგადაც, რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
როგორც ცნობილია, დაშავებულებს შორის პოლიციელებიც არიან.
პოლიციის პრეს სპიკერის, მაიკლ რილეინის განცხადებით, ინციდენტი დილით მოხდა, როდესაც პოლიცია სადგურს ამოწმებდა.
თვითმხილველების თქმით, თავდამსხმელმა ერთ-ერთი პოლიციის ოფიცრის პისტოლეტი აიღო და ესროლა.
მაუწყებლის ინფორმაციით, პოლიციამ თავდამსხმელი უკვე დააპატიმრა.