“ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდანტმა დავით ბაქრაძემ მედიის წარმომადგენლებთან პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის გაეროში გამოსვლასთან დაკავშირებით, თავისი მოსაზრება გამოთქვა.
“აქცენტების დიდი ნაწილი იყო მთლიანობაში სწორი. მივესალმები, მაგალითად, იმას, რომ პრემიერმა ისაუბრა ოკუპაციაზე, ისაუბრა ოთხმეზურია-ტატუნაშვილის სიაზე, რომელიც თავის დროზე ჩვენი ინიციატივით მიიღო პარლამენტმა. თუმცა, ჩემი შეფასებით მთლიანობაში პრემიერის გამოსვლას აკლდა დამაჯერებლობა. უკრაინის პრეზიდენტმა თავისი გამოსვლის დროს შეძლო მსოფლიოსთვის ეჩვენებინა, რატომ არის უკრაინის ოკუპაცია მსოფლიოს პრობლემა, ამ თვალსაზრისით ჩვენი პრემიერი არ აღმოჩნდა დამაჯერებელი და მისი გამოსვლა მიუხედავად სწორი აქცენტებისა დარჩა მხოლოდ იმათ, რატომ არის საქართველოსთვის პრობლემური რუსული ოკუპანცია.“-თქვა ბაქრაძემ.
































































