„მივმართავ შს მინისტრს გომელაურს – გუშინ, პირველი თავდასხმიდან ჩვენ გამოვიძახეთ პოლიცია, თქვენი პოლიციელები აღმოჩნდა უძლური, რადგან ასამდე ადამიანი სწორედ პოლიციელების თანდასწრებით დაგვესხა ჩვენ თავს და ფიზიკურად გაგვისწორდნენ, მაგრამ იცოდეთ, რომ ჩვენ ამ თავდასხმებით ვერ შეგვაშინებთ! – განაცხადა ზუგდიდის ორგანიზაცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ანა წითლიძემ.
“მე მინდა მივმართო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს გომელაურს – გუშინ, ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდულ ორგანიზაციაზე, პარტიის შტაბის წევრებზე საარჩევნო კამპანიის დროს, როდესაც ჩვენ მშვიდად ვარიგებდით ფლაერებს და ვესაუბრებოდით მოსახლეობას, მოხდა ორგანიზებული თავდასხმა, რომელშიც მონაწილეობდა ასზე მეტი ქართული ოცნების “ტიტუშკა”, მონაწილეობდნენ საჯარო მოხელეები. ეს ადამიანები? რომლებიც გუშინ ფიზიკურად გაუსწორდნენ ჩვენი ახალგაზრდულის წევრებს, რომლებიც ფიზიკურად გამისწორდნენ მე და რაც ყველაზე საშიშია ფიზიკურად გაუსწორდნენ ადგილობრივ მოსახლეობას – ქალებს, ბავშვებს, რომლებიც გამოვიდნენ ჩვენს დასაცავად, ეს ადამიანები გუშინ იყვნენ ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ. მე ხელში მიჭირავს ყველა ის ადამიანი, ვინც გუშინდელი თავდასხმა დააორგანიზა ჩვენზე და გაშიფრული გვყავს იმ ადამიანების ნაწილი, რომლებიც გუშინ უმოწყალოდ გვისწორდებოდნენ ადგილზე. ბატონო მინისტრო, ეს ადამიანი არის თქვენი ნათესავი – შოთა ბაჯალაძე, რომელთანაც თქვენ გაკავშირებთ ნათლია მირონობა, ეს ადამიანი უშუალოდ მონაწილეობს კრიმინალური დაჯგუფებების ორგანიზებაში, უშუალოდ მონაწილეობდა გუშინ ამ თავდასხმის ორგანიზებაში. ეს ადამიანი ნარკოტიკულ ნივთიერებებს არიგებს, რომ მერე სწორედ მსგავსი ტიპის ძალადობა მოაწყონ ოპოზიციის ლიდერებზე და თავდამსხმელებზე. ასეთი კიდევ ერთი ადამიანია გიორგი მოსუა, რომელიც ზუგდიდში არის აიპ-ის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორის მოადგილე, რომელიც გუშინ ფიზიკურად უსწორდებოდა ახალგაზრდებს და ეს კადრებიც არსებობს. კიდევ ერთი ადამიანი, დიმა გოგოხია, ოცნების “ტიტუშკა”. ამ ადამიანს აქვს პირობითი, ნასამართლებია ჩასარიცხის აპარატის ქურდობაზე, ეს ადამიანი გუშინ ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მოქმედებდა და ფიზიკურად უსწორდებოდა ახალგაზრდებს. თეონა ქარდავა, ეს არის 20 ლარიანი სუსის აგენტი, რომელიც არის ირაკლი კობახიძის სიძის, დავით ფაცაციას მიერ კონტროლირებული პირი, ეს ქალბატონი მუშაობს აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობაში ზუგდიდში და უშუალოდ კობახიძის სიძე დავით ფაცაცია აკონტროლებს. რამაზ ბახმაია, ვითომ “ძველი ბიჭი”, სინამდვილეში ხელისუფლების “ნასეტკა”, რომელიც ასევე იმყოფებოდა ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ და ფიზიკურად უსწორდებოდა ადამიანებს. დათა სართანია, ასევე ვითომ “ძველი ბიჭი”, ამ დროს ხელისუფლების “ნასეტკა”, რომელიც ასევე იმყოფებოდა ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ. ამ ადამიანებს ნარკოტიკული ნივთიერება, სანამ ჩვენთან მოვიდოდნენ, დაურიგა თქვენმა თანამშრომელმა, შოთა ბაჯალაძემ, რომელიც არის თქვენი გენ ინსპექციის თანამშრომელი, იმყოფება ზუგდიდში და აორგანიზებს ყველა თავდასხმას.
მე ახლა მოგმართავთ თქვენ – გუშინ, თქვენი პოლიციელების თვალწინ, რადგან პირველი თავდასხმიდან ჩვენ გამოვიძახეთ პოლიცია, თქვენი პოლიციელები აღმოჩნდნენ უძლურნი, რადგან ასამდე ადამიანი სწორედ პოლიციელების თანდასწრებით დაგვესხა ჩვენ თავს და ფიზიკურად გაგვისწორდნენ, მაგრამ იცოდეთ, რომ ჩვენ ამ თავდასხმებით ვერ შეგვაშინებთ! “- განაცხადა ანა წითლიძემ.