“მთავრობასა და ოპოზიციას შორის დიალოგი შედგა,”_ამის შესახებ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელისაბედ რუდმა განაცხადა.
მისი თქმით, მხარეებმა რამდენიმე საკითხი განიხილეს, თუმცა, მთავარი ის არის, რომ მთავრობაც და ოპოზიციაც მოლაპარაკებების გაგრძელების აუცილებლობაზე თანხმდება.
„შეხვედრის დაწყებამდე აღვნიშნე, რომ გვქონდა მოლოდინი, რომ დაიწყებოდა დიალოგი ნდობის აღდგენასთან დაკავშირებით იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომლის წინაშეც დღეს ვდგავართ. სიამოვნებით ვამბობ, რომ ამ მიზანს მივაღწიეთ, დიალოგი შედგა. ჩვენ რამდენიმე საკითხზე ვიმსჯელეთ. შეხვედრის დეტალებზე არ ვისაუბრებთ, თუმცა, ბევრი ვარიანტი განვიხილეთ. რაც მთავარია, მოლაპარაკების გაგრძელებაზე შევთანხმდით. ამაში მთავრობა და ოპოზიცია თანხმდებიან. აშშ და საერთაშორისო პარტნიორები ამ პროცესში მონაწილეობისთვის მზად ვართ”,_ განაცხადა რუდმა.
წყარო:იმედინიუსი