ხობის მერობის კანდიდატმა “ქართული ოცნებიდან” დავით ბუკიამ საკუთარი არჩევანი ხობის №28 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.
ის საარჩევნო უბანზე მეუღლესთან და შვილთან ერთად მივიდა.
„მე ხმა მივეცი ჩვენი მუნიციპალიტეტისა და ქვეყნის სტაბილურ განვითარებას, თითოეული ოჯახის კეთილდღეობას, მომავალი თაობების წარმატებულ მომავალსა და მშვიდ, უსაფრთხო გარემოს. აუცილებელია საზოგადოების აქტიური ჩართულობა არჩევნების პროცესში, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, მისცენ ხმა ქვეყნის უკეთეს მომავალს – აუცილებლად მოდით არჩევნებზე, თქვენი ხმა მნიშვნელოვანია!
მჯერა, რომ გააკეთებთ სწორ არჩევანს და ჩვენ, თქვენთან ერთად ხობისა და საქართველოსთვის ბევრ სასიკეთო საქმეს განვახორციელებთ”.
[sexy_author_bio]