უკრაინული ტელეგრამ არხები ავრცელებენ ვიდეომასალას, სადაც რუსი სამხედრო აცხადებს, რომ პრიგოჟინის მხარეს გადავიდნენ.
სოციალური ქსელით გავრცელებული ინფორმაციით, კონკრეტულად, რუსეთის არმიის 217-ე საჰაერო-სადესანტო პოლკის 98 დივიზია პრიგოჟინს უჭერს მხარს.
“ჩვენ მხარს გიჭერთ თქვენს მსვლელობაში დაჟანგებული შტაბის პ****ის წინააღმდეგ, რომლებიც არად აგდებენ ჩვეულებრივი ჯარისკაცების სიცოცხლეს. ჩვენ მზად ვართ, ჩავებათ მათი ტრაბახა კადიროველების, ტიკტოკერების წინააღმდეგ ბრძოლაში, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ შეუძლიათ მოვიდნენ ჩვენს მიწაზე და გვიკარნახონ თავიანთი წესები. ჩვენ თქვენთან ვართ ბიჭებო” – აცხადებს პოლკის წარმომადგენელი გავრცელებულ ვიდეოში.