ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებულ მასშტაბურ თავდასხმას ეხმაურება.
“მხოლოდ დაგმობის სიტყვები კიევზე თავდასხმებს ვერ შეაჩერებს. ამის გაკეთება მხოლოდ უკრაინის მყარ სამხედრო მხარდაჭერასა და მოსკოვზე ზეწოლის გაზრდას შეუძლია.
ამ კვირაში ევროკავშირმა დაიწყო 6 მილიარდი ევროს გამოყოფა 90-მილიარდიანი დამხმარე სესხის ფარგლებში, რაც კიევის თავდაცვის გაძლიერებას ისახავს მიზნად.
დღეს მე გამოვალ ინიციატივით, რომ თავდასხმების საპასუხოდ სანქციები დაუწესდეს კიდევ უფრო მეტ სუბიექტს, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს. რაც უფრო მეტად ესხმის მოსკოვი თავს მშვიდობიან მოსახლეობას, მით მეტი სანქცია უნდა დაწესდეს.
ჩვენ გავაგრძელებთ ფასის გაზრდას მანამ, სანამ რუსეთი არ გააცნობიერებს, რომ ვერ გაიმარჯვებს.
კიევში ევროკავშირის თანამშრომლები უსაფრთხოდ არიან. ღრმად მადლობელი ვარ ჩვენი კოლეგების, რომლებიც ადგილზე, ყველაზე რთულ პირობებში, მამაცობითა და თავდადებით აგრძელებენ მუშაობას”,_ აცხადებს კალასი.
Words of condemnation alone will not stop attacks on Kyiv. Only sustained military support for Ukraine and increased pressure on Moscow can do that.
This week, the EU has started disbursing €6 billion under the €90 billion support loan to strengthen Kyiv’s defences.
Today, I…
— Kaja Kallas (@kajakallas) July 2, 2026





































































