ამცირებს კიბოს ზოგიერთი სახეობის რისკს
იგი შეიცავს ათასზე მეტ კომპონენტს, რომელთაგან ბევრს აქვს ანთებისა და სიმსივნის საწინააღმდეგო ეფექტი. ყავა ასოცირდება მელანომისა და ლეიკემიის, ასევე პროსტატისა და საშვილოსნოს კიბოს რისკის შემცირებასთან. ასევე დადგინდა, რომ ყავის მსმელს ნაწლავის კიბოს განვითარების რისკი 26%-ით ნაკლები აქვს.
ყავას შეუძლია მეორე ტიპის დიაბეტისგან დაცვა
მეორე ტიპის დიაბეტისგან იცავს როგორც მისი ჩვეულებრივი ფორმა, ასევე უკოფეინო სასმელი. და რაც უფრო მეტ ყავას დალევთ, მით ნაკლებია დიაბეტის განვითარების რისკი. მაგრამ! ძილის პრობლემები და შაკიკი შეიძლება გაჩნდეს, თუ დღეში 4 ჭიქაზე მეტს დალევთ. ყავის სასარგებლო ეფექტი განპირობებულია მასში ქრომის არსებობით, რომელიც ხელს უწყობს ინსულინის შეწოვას სისხლში.
ყავა ამცირებს ალცჰეიმერის დაავადების რისკს
კოფეინი ეხმარება ტვინს უკეთ იმუშაოს. ჯერჯერობით, მხოლოდ რამდენიმე წლის კვლევაა მოცემული, სადაც თვალსაჩინოა კავშირი სისხლში კოფეინის დონესა და დემენციის განვითარებას შორის.
ყავას შეუძლია სიცოცხლის გახანგრძლივება
ის ადამიანები, ვინც დღეში 4 ფინჯან ყავას სვამენ, ზოგადად აყოვნებენ სიკვდილს მრავალი მიზეზის გამო, მათ შორის გულის უკმარისობისა და კიბოს. ამ თემაზე კვლევა გამოქვეყნდა „European Journal of Epidemiology“-ში.





































































