წიწიბურა ძალიან სასარგებლო საკვებია. მას ადამიანის ორგანიზმიდან გამოაქვს
რადიონუკლიდები, ზრდის კუნთების ძალასა და ამტანობას, ამაღლებს პოტენციას,
ამაგრებს სისხლძარღვებსა და ნერვულ სისტემას, ეხმარება ნივთიერებათა ცვლას,
ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის განკურნებას.
წიწიბურასგან მომზადებული „კისელი“ დაგეხმარებათ სისხლძარღვებთან
დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში. ის აქვეითებს ქოლესტერინის დონეს
და არეგულირებს წნევას.
მკურნალობისთვის საჭიროა დღეში ორჯერ – დილით და საღამოს, ჭამოთ 100 გრამი
წიწიბურას „კისელი“, რომელიც ასეთი წესით უნდა მოამზადოთ:
3 სადილის კოვზი დაფქული წიწიბურა გახსენით 1 ჩაის ჭიქა ცივ წყალში. ცალკე
ჭურჭელში აადუღეთ 1 ლიტრი წყალი და ნელ-ნელა ჩაასხით შიგ გამზადებული მასა.
ადუღეთ 10 წუთის განმავლობაში და თან ურიეთ. შეგიძლიათ, მას ცოტა
ნატურალური თაფლი და ნიგოზიც დაამატოთ (გემოვნების მიხედვით).
ავტორი














































![Young couple sitting on a sofa, drinking, talking. Click here for more "people at home" images:
[url=my_lightbox_contents.php?lightboxID=1507925][img]http://www.nitorphoto.com/istocklightbox/peopleathome.jpg[/img][/url]](https://gurianews.com/wp-content/uploads/2026/02/kalimamakaci-360x180.jpg)




















