ზეითუნის ზეთის დადებითი თვისებები ჯერ კიდევ საუკუნეების წინ იყო ცნობილი.
ცოტა ხნის წინ აშშ-ის პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორმა დომენიკო პრატიცომ განაცხადა, რომ ზეითუნის ზეთი მნიშვნელოვნად ამცირებს ტვინის ანთებას.
ნატურალური ზეითუნის ზეთი ხელს უშლის ტვინის დემენციას და ინარჩუნებს მეხსიერების აქტივობას. იმავე კვლევით მტკიცდება, რომ ზეითუნის ზეთი მავნე ნარჩენებისაგან ასუფთავებს თავის ტვინს.
ზეითუნის ზეთის რეგულარული მიღება არა მარტო იცავს ადამიანის მეხსიერებას, არამედ გაძლევთ უნარს, მიუხედავად ასაკისა, სწრაფად და მარტივად ისწავლოთ ახალი რამ.
დომენიკო პრატიცოს მტკიცებით, აზროვნებისათვის უფრო ხელსაყრელია ზეითუნის ზეთი, ვიდრე ნებისმიერი სახის ხილი ან ბოსტნეული.
პროფესორმა პრატიცომ თავის კოლეგებთან ერთად სპეციალური ტესტირება ჩაატარა, რათა გარკვეულიყვნენ რატომ გამორიცხავდა ზეითუნის ზეთი დემენციას და რა იყო ალცჰეიმერის გამომწვევი მიზეზი.
რა დაადგინა კვლევამ? დრამატული განსხვავება ნერვულ უჯრედებსა და ფუნქციებში. მეცნიერების მტკიცებით, ნეირონებს შორის კავშირის მთლიანობა რომელიც მედიცინაში ცნობილია სინაფსების სახელით, დაცული იყო ნატურალური ზეითუნის ზეთით.