ლანჩხუთში კორონავირუსით ინფიცირებული ქალი გარდაიცვალა. ის ერთ-ერთი სოფლის მცხოვრები იყო და მკურნალობას ბინაზე გადიოდა.
„გურია ნიუსს“ მომხდართან დაკავშირებით, ჯანდაცვის საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა, რომ პაციენტს თანმდევ დაავადებად დიაბეტი ჰქონდა.
„მკურნალობას სახლში გადიოდა. გარდაიცვალა ბინაზე. იყო ერთ-ერთი სოფლის მცხოვრები. ტერიტორიას პაციენტის უფლებებიდან გამომდინარე ვერ დავაკონკრეტებთ. სავარაუდოდ, დიაბეტის გამო კომა განვითარდა, მომვლელმა, რომელიც ასევე ავადმყოფია, ალბათ, დროულად ვერ შეამჩნია და ვერ შეატყობინა ექიმს. დილით ნახეს გარდაცვლილი“,_ გვითხრა მენაღარიშვილმა.
ლანჩხუთში კოვიდინფიცირების შედეგად სულ 49 ადამიანია გარდაცვლილი.
[sexy_author_bio]