ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში მცხოვრები ირაკლი ტარიელაძე ამ დილას ოჯახის ახლობლებმა და მეზობლებმა ჭიშკართან გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვლილს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული აქვს ჭრილობა.
შსს-ს ინფორმაციით, საგამოძიებო სამუშაოები სსკ-ის 168 მუხლით მიმდინარეობს.
“გურია ნიუსის” წყაროს ინფორმაციით, საგამოძიებო უწყებაში დაბარებულია გურიანთაში მცხოვრები ყველა ეჭვმიტანილი პირი.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი სოფელ გურიანთაში კოტე ჩიკაშუა “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობ, რომ საქმის დეტალების შესახებ არ იცის:
“ახლა მივდივარ სამძიმრის მოსახდელად. არაფერი ვიცი რა მოხდა”, _ გვითხრა ჩიკაშუამ.