ბაღდათში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
ინფორმაცია გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომც.
არსებული ინფორმაციით, სროლას წინ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა. მოკლულია ერთი, ხოლო დაჭრილია კიდევ ერთი პირი.
ადგილობრივების ინფორმაციით, კაცი ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული. მკვლელობის მიზეზი ვალი გახდა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ფინანსური დავის გამო მომხდარი ურთიერთშელაპარაკების შედეგად, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1976 წელს დაბადებულ ს. გ.-ს, ხოლო 2002 წელს დაბადებული გ.მ. დაჭრა. პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.კ. ბრალდებულის სახით, ცხელ კვალზე დააკავა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.