მმართველ პარტიაში საკადრო პოლიტიკის გახორციელების აუცილებლობაზე საუბრობენ.
როგორც „გურია ნიუსთან“ ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ ბიძინა გეგიძემ აღნიშნა, პერსონალური ცვლილებები სხვადასხვა უწყებაში გლობალურად უნდა განხaორციელდეს.
„პროცესი უნდა გაჯანსაღდეს, რაც ცვლილებების გარეშე ვერ გახორციელდება. აუცილებელია, ცვლილებები მმართველ პარტიაშიც გახორციელდეს და ასევე, გლობალურად პოლიტიკურ პროცესებში. პოლიტიკურ მასშტაბებში ვხედავ ამ პროცესებს, იმის მიხედვით, სადაც არის კონკრეტული გადაწყვეტილებები მისაღები“, _ აღნიშნა გეგიძემ.