ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სკოლამდელ სააღმზრდელო ცენტრს, მუნიციპალიტეტის არაერთ სოფელში ახალი შტატები დაემატა.
ჩვენი ინფორმაციით, სოფელ ბაილეთში, სადაც უკვე იყო მედდა, კიდევ ერთი მედდა იმუშავებს, ნატანებში დაინიშნა 2 დამლაგებელი. მეოთხე საბავშვო ბაღში მენეჯერს დაენიშნა თანაშემწე, სოფელ ბახვში, ასევე, მენეჯერის თანაშემწე დაინიშნა.
თავად, ბაღების გაერთიანების უფროსის მაკა ჭყონიას მოადგილედ ქალაქის ერთ-ერთი კერძო ბაღის დირექტორი შეთავსებით იმუშავებს.
მაკა ჭყონიას თქმით, ბაღების გაერთიანებას დაემატა სულ 8-10 თნამშრომელი.
“შტატები სულ 8-10 თანამშრომლით გაიზარდა. ეს რა არის შტატები ადრე გენახათ”, _ გვითხრა ჭყონიამ.
1 აპრილიდან ბაღების გაერთიანებაში ხელფასები უნდა გაზრდილიყო, ჩვენი ინფორმაციით კი ანაზღაურება მხოლოდ ხელმძღვანელ პირებს მოემატათ. ამასთან დაკავშირებით ბაღების გაერთიანების ხელმძღვანლი ამბობს, რომ ანაზღაურება მაისიდან გაიზრდება.
“აპრილში ბაღების გაერთიანების თანამშრომელთა ხელფასები გათანაბრდება, მაისიდან კი ანაზღაურება გაიზრდება 50 ლარით”, _ თქვა “გურია ნიუსთან” საუბრისას მაკა ჭყონიამ.
ვრცლად ამ თემაზე “გურია ნიუსი” უახლოეს დროში შემოგთავაზებთ.