ფსიქიატრიაში ცნობილია შიშების – „ფობიების“ უსასრულოდ მრავალი გამოვლინება. უკანასკნელ წლებში მათ მიემატა „ნომოფობია“, რაც ამავე დროს ნეოლოგიზმიც არის – წარმოქმნილია ინგლისური სიტყვებიდან: „ნო მობილე პჰობია“ და გულისხმობს ადამიანის უმობილუროდ დარჩენის შიშსა და ღელვას.
დიდ ბრიტანეთში, კომპანია „SecurEnvoy“–მ ასეთი შიშები აღმოუჩინა რესპოდენტთა ორ მესამედს. გარდა ამისა, გამოკითხულთა 41%–მა განაცხადა, რომ მათ აქვთ არა ნაკლებ ორი ტელეფონისა, რათა სულ მზად იყვნენ კავშირებისათვის.
ამას გარდა, დაფიქსირდა სხვა მნიშვნელოვანი ფაქტებიც: „მობილურის“ დაკარგვის შიში აქვთ ქალების 70%–ს და მამაკაცების 61%–ს, სამაგიეროდ მამაკაცებს უფრო ხშირად აქვთ ორი „მობილური“ (47%), ვიდრე ქალებს (36%).
რაც უფრო ახალგაზრდაა ადამიანი, მით უფრო ხშირად არის შეპყრობილი „ნომოფობიით“. 18–დან 24 წლამდე ამ „დაავადების“ სიმპტომები დადგინდა 77%–ში. ასევე მაღალია მონაცემები 25–დან 34 წლამდე – 68%.
ავტორი