უორენ ბაფეტი
მსოფლიოს ერთ–ერთი ყველაზე გავლენიანი ინვესტორი და ფინანსისტი უორენ ბაფეტი კომპიუტერითა და მობილური ტელეფონით სარგებლობაზე უარს აცხადებს. ბაფეტის თქმით, მას პირისპირ საუბარი უფრო იზიდავს, ვიდრე ტელეკომუნიკაცია.
კარლოს სლიმ ელუ
მექსიკელი სატელეკომუნიკაციო მაგნატი, კარლოს სლიმ ელუ ასევე კომპიუტერისა და მობილურის გარეშე ცხოვრობს, რაც, მისი ბიზნესის გათვალისწინებით, უცნაური საქციელია – სლიმ ელუ მექსიკისა და მთლიანად ლათინური ამერიკის ფიჭურ კავშირგაბმულობას აკონტროლებს. მისი თანაშემწეების თქმით კი, კარლოს სლიმ ელუ არ საჭიროებს კომპიუტერს, რადგან, ყველაფრის დამახსოვრებას ახერხებს.
სამნერ რედსტოუნი
ამერიკელი მედიამაგნატი, კომპანია „ვიაკომის” მფლობელი, მილიარდერი სამნერ რედსტოუნი, ასევე არ მოიხმარს კომპიუტერსა და მობილურ ტელეფონს. მას, უბრალოდ, იმდენი თანაშემწე ჰყავს, რომ, საჭიროების შემთხვევაში, ისინი ახორციელებენ აუცილებელ ზარებს.
ავტორი