მობილურმა ტელეფონმა ავსტრალიაში კაცი ისრის მოხვედრისგან დაიცვა. ამის შესახებ ინფორმაციას THE TIME ავრცელებს.
პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კაცმა მის სახლთან მდგომი ისრით შეიარაღებული პიროვნება შენიშნა და ვიდეოს გადაღება დააპირა.
თავდამსხმელმა ისარი ისროლა და ის ტელეფონს მოხვდა, მობილური გატყდა, მაგრამ კაცს ისარი არ მოხვედრია.
როგორც ცნობილია, მამაკაცმა მხოლოდ მსუბუქი დაზიანება მიიღო.
თავდამსხმელი სასამართლოს წინაშე 15 აპრილს წარსდგება.