ბიოტექნოლოგიური კომპანია Moderna-ს სასამართლოში Pfizer-ისა და BioNTech-ის წინააღმდეგ სარჩელები შეაქვს. ამის მიზეზი კი Moderna-ს განცხადებით, Pfizer-ისა და BioNTech-ის COVID-19 ვაქცინა Comirnaty არღვევს Moderna-ს პატენტს, რომელიც შეტანილი იყო 2010-დან 2016 წლამდე, რომელიც მოიცავს Moderna-ს ფუნდამენტურ mRNA ტექნოლოგიას.
ეს ინოვაციური ტექნოლოგია გადამწყვეტი იყო Moderna-ს საკუთარი mRNA COVID-19 ვაქცინის, Spikevax-ის შემუშავებისთვის. Pfizer-მა და BioNTech-მა დააკოპირეს ეს ტექნოლოგია, Moderna-ს ნებართვის გარეშე, Comirnaty-ის დასამზადებლად.