“მოდერნამ” აივ ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინის კლინკური კვლევები დაიწყო.
არსებული ინფორმაციით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მსგავსად, აღნიშნული ვაქცინაც იყენებს mrna ტექნოლოგიას, რომ ასწავლოს უჯრედებს როგორ ებრძოლონ ვირუსს.
როგორც ცნობილია, პირველი აცრები უკვე ჩატარდა ვაშინგტონში, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის მედიცინისა და ჯანმრთელობის სკოლაში. 1-ლი ფაზის ცდები ასევე ჩატარდება ატლანტაში, ემორის ვაქცინის ცენტრის იმედის კლინიკაში, ასევე სიეტლში, ფრედ ჰაჩინსონის ონკოლოგიურ კვლევით ცენტრში და სან- ანტონიოში, ტეხასის უნივერსიტეტის ჯანმრთელობის ცენტრში.
გავრცელებული ცნობით, კლინიკურ კვლევაში 56 ადამიანი მონაწილეობს. 48 ვაქცინის 2 დოზას მიიღებს, 8 ადამიანი კი ბუსტერსაც გაიკეთებს. ყველა მათგანი მონოტორინგის ქვეშ იქნება ვაქცინის ბოლო დოზის გაკეთებიდან 6 თვის განმავლობაში.