https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

    default

    “ულამაზესი რა გიჩვენოთ? ჩემი გურია”- ბადრი ვადაჭკორია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

    ვლადიმერ პუტინი: არ ვაპირებთ ევროპასთან ომს, მაგრამ თუ ევროპა დაიწყებს, მზად ვართ

    156 ადამიანი დაიღუპა- ხანძრის მიზეზს იძიებენ (უცხოეთი)

    “საუბარი კონსტრუქციული იყო” – უკრაინის პრეზიდენტი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“მოდით, ნახეთ, რა დღეში ვართ _ წაგვიღო წყალმა!”

23:16; 3.07.2022
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ფაქტია, რომ თითქმის ყოველ გაწვიმებაზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სუფსის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას პრობლემები ექმნება. ასე იყო გასულ კვირასაც _ უხვმა ნალექმა, აქაურ მოსახლეობას ეზოები, შენობები და საყანე ფართობები დაუტბორა. ზოგიერთმა მათგანმა დახმარების თხოვნით “გურია ნიუსს” მომართა, ადგილზე მისვლა და მათი პრობლემების გასაჯაროება ითხოვა.

“მოდით, ნახეთ რა დღეში ვართ _ წაგვიღო წყალმა. ეზოები წყლითაა სავსე, თუ კიდე იწვიმა, სახლებშიც შემოგვივა წყალი. სანიაღვრე არხებია მოუწესრიგებელი და იმიტომაც ვართ ამ დღეში. ერთი წამოწვიმდა და ვიხრჩობით წყალში, უფრო დიდი წვიმისას ხომ წარმოიდგენთ, რა დღეში ვართ. სუფსა კრიზისულ მდგომარეობაშია, შესწავლა უნდა ამ მდგომარეობას. სკვერების მოწყობის ნაცვლად ჯობს თანხა იმაზე დახარჯონ, რაც მოსახლეობას წაადგება”, _ ამბობდა დაზარალებული მოსახლეობა, რომელთა აზრით, საწრეტი არხების გაწმენდას უნდა მიექცეს მეტი ყურადღება.

“შეუძლებელია აქ ცხოვრება. იქით ცემენტის ქარხნის მტვერი გვახრჩობს და აქეთ _ წყალი. სანიაღვრე არხები წლებია, გაუწმენდავია და ამის გამო ვიტბორებით, წყალი სახლებში შემოგვდის, მაგრამ პატრონი არავინაა. მე ან ნებისმიერი ჩვენგანი საკუთარი ხარჯებით შეძლებს ამ პრობლემის მოგვარებას?! ხომ არ ვითხოვ, მოდით და ჩემს ეზოში გამიწმინდეთ არხი,-მეთქი?! წყალი ქუჩიდან სახლში მივარდება და ხომ უნდა იზრუნოს ვინმემ ამის მოგვარებაზე, რაღაც საშველი ხომ უნდა გამოჩნდეს?! როდემდე შეიძლება ასე გაგრძელდეს?! ელემენტარული ყურადღების ღირსები მაინც არ ვართ?! უბრალოდ, ამბავი მაინც იკითხონ, სხვა თუ არაფერი.

ეზოში რამე რომ დათესო და მოიყვანო, ამაზე უკვე ლაპარაკიც აღარაა _ გადახედეთ, ჭაობის მცენარეებია ამოსული. არადა, ადრე ყანას ვთესავდით და სიმინდს ტონობით ვიწევდით. ჩვენი ხელისუფლება ყვავილების დარგვაზეა გადასული, ქალაქის ცენტრშიც გამალებული სამუშაოები მიდის. ცოტა პერიფერიებშიც გამოიხედონ _ აქაც ვცხოვრობთ ადამიანები. სრული კატასტროფა იყო, ქუჩაში წყალი მდინარესავით მიედინებოდა”, _ თქვა “გურია ნიუსთან” საუბრისას მაია ბლაგიძემ, რომელიც ერთ-ერთია ვისაც სანიაღვრე არხის გაუმართაობის გამო წვიმის დროს წყალი ეზოში უვარდება და ეზო-კარს უტბორავს.

დაზარალებულთა შორისაა სუფსაში ე. წ. უნაგირას უბანში მცხოვრები კლარა კუტუბიძეც, რომელსაც წყალი ეზოში შეუვარდა და ზიანი მიაყენა:

“2014 წლის შემდეგ არ გაწმენდილა ეს არხი, იმის შემდეგ ამოვიდა ხეები. თებერვალში მე პირადად შევიტანე მერიაში განცხადება, ყველას ხელმოწერა იყო ზედ, ვისაც ეს პრობლემა აწუხებს. ვთხოვეთ, რომ კოლექტორი გაეკეთებინათ, სულ 200 მეტრია. ხელისუფლებას ამის შესაძლებლობა არა აქვს, ამ მდგომარეობაში რომ არ ვიყოთ ადამიანები?! შემოდგომიდან ნალექი რომ მოიმატებს, მაშინ რა უნდა ვქნათ?! გაგვაგებინონ, რა გვეშველება. პატრონი ჰყავს ამ ქვეყანას?! თბილ კაბინეტებში ჯდომა კაია, მარა ნახონ, ჩვენ რა დღეში ვართ _ ტალახი შემოგვდის სახლებში. ეზოში ხეხილი გახმა, მარტო ჩემთან კი არა, ყველგან, ვისაც ჩემსავით ეზო ეტბორება. აღარ ვიცი, რა გზას დავადგე.

ბატონებო, ეს არაა, რომ წვიმა მოვიდა და ეზოში წყალი დადგა _ ეს არის მთიდან წამოსული ღვარცოფი, რომელსაც მერე გაუწმენდავი არხები ვერ ატარებს და ჩვენ გვივარდება ეზოებსა და სახლებში. მისცენ ამ წყალს და ღვარცოფს გზა, წალეკილია ყველაფერი, აღარც ბოსტანია და აღარც ბაღი. არჩევნების წინ მოვიყვანე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ვაჩვენე, რა დღეშიც ვიყავით. ახლა სოფლის რწმუნებული მოვიდა, მარა რად გინდა _ მოვლენ, წავლენ. იკითხავენ, რა ზარალი მოგადგაო. ზარალი არ არის ეს ყველაფერი?!” _ თქვა კლარა კუტუბიძემ “გურია ნიუსთან” საუბარში.

სუფსის მაჟორიტარმა ია მოქიამ ფეისბუქში საკუთარი და მერის წარმომადგენლის ტელეფონის ნომრები გამოაქვეყნა და დაწერა, სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულში, ვისაც წვიმის გამო რთული მდგომარეობა გაქვთ, დაგვიკავშირდითო. ლანჩხუთის საკრებულოს ჩინოსანი მიიჩნევს, რომ სუფსაში სადრენაჟე სისტემა მისახედია და სოციალურ ქსელში წერს, რომ ამ პრობლემის მოგვარება პრიორიტეტული იქნება.

სუფსაში, სოფელ ხიდმაღალაში ძლიერი წვიმისგან შეწუხებული მოსახლეობის ნაწილი ქუჩაშიც კი გამოვიდა ადგილზე ადგილობრივ მაღალჩინოსანთა მისვლის მოთხოვნით.

“ენით აღუწერელი რამ ხდებოდა აქ დილით _ წყალმა ეზოები მთლიანად დაგვიტბორა. ფაქტობრივად, ბოსტანი აღარ გვაქვს, წყლით იყო ყველაფერი დაფარული. ნალექი დიდხანს რომ გაგრძელებულიყო, არ ვიცი, რა გვეშველებოდა. წლებია, ასე ვართ. ორშაბათს მერიაშიც ვიყავით მისულები. შევხვდით მერს, საკრებულოშიც მივედით. უმრავლესობის ზოგიერთი წევრი აქეთ გამოგვეჭიმა, რას ქვია ხმას იღებთო. ახლა წადით და რამდენიმე საათში ჩვენც მოვალთ, ადგილზე ვნახავთ ყველაფერსო. ველოდეთ დათქმულ დროს, მარა მერე დაგვირეკეს, ორ დღეში მოვალთო.

აჰა, ეს ორი დღე გავიდა და წესით, დღეს უნდა მისულიყვნენ, მაგრამ არავინ ჩანს, არადა, წაგვიღო წყალმა. მოვიდნენ კი არა, ამბავიც არავის უკითხავს. მთელი ქუჩის მოსახლეობა აქ ვართ შეკრებილი და მოვიდნენ, ნახონ, რა დღეში ვართ”, _ ამბობდნენ შეკრებილები. მოსახლეობის პრობლემის გასაცნობად ადგილზე საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები იმყოფებოდნენ “ლელოსა” და გიორგი გახარიას პარტიიდან.

მოგვიანებით ადგილზე მერის წარმომადგენელი სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულში დავით გუმბარიძეც მივიდა. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ კი მოუცლელობა მოიმიზეზა და შეკრებილ მოსახლეობას შემოუთვალა, რომ მათთან შეხვედრას მომდევნო დღეს გამართავდა.

როგორც “გურია ნიუსმა” გაარკვია, დათქმულ “მომდევნო დღეს” ხიდმაღალას მოსახლეობასთან შესახვედრად მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს მაღალჩინოსნები იმყოფებოდნენ. ადგილზე გაეცნენ სანიაღვრე არხებთან დაკავშირებულ პრობლემას და სათანადო ყურადღება აღუთქვეს აქაურებს.

სოფო წილოსანი

ავტორი

ია მოქიაკლარა კუტუბიძემაია ბლაგიძე
გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ხანძარს კაცი ემსხვერპლა

20:09; 5 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს 6 დეკემბერს

17:24; 5 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი აუხლოეს დღეებში

15:07; 5 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

რა გაძვირდა და რა გაიაფდა ბოლო ერთ თვეში

14:59; 5 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

ამირან გამყრელიძე: სპეციალისტებმა უნდა ისაუბრონ, რა უნდა გაკეთდეს

14:34; 5 დეკემბერი, 2025

"თუ არ შეასრულებენ მოთხოვნებს, დილით ცოცხალ ჯაჭვს შემოვავლებთ მთავრობის სასახლეს"

10 კაცი ვართ ოფისში! გელოდებით დორბლიანის მონებს - სამხარაძე აქციის მონაწილეებს

ყველა სიახლე

სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა ჩოხატაურის ცენტრში

21:39; 5.12.2025
ზაფრანი

სასმელი, რომელიც მადას აქვეითებს

20:40; 5.12.2025
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნების სისუსტეები

20:35; 5.12.2025
ზაფრანი

ქატო გასახდომად

20:31; 5.12.2025
ზაფრანი

რა მივირთვათ ზამთარში რომ წონაში არ მოვიმატოთ

20:26; 5.12.2025
ფინანსები

SOLO-ს საახალწლო შეთავაზება მომხმარებლებს: შეხვდით 31 დეკემბერს Room Batumi-ში სტეფანესთან ერთად

20:16; 5.12.2025
საზოგადოება

ხანძარს კაცი ემსხვერპლა

20:09; 5.12.2025
ფინანსები

12 სტარტაპი, 8 ქვეყანა, 12-კვირიანი აქსელერაციის პროგრამა – საქართველოში 500 Global in Eurasia-ს შემაჯამებელი ღონისძიება Demo Day გაიმართა

20:07; 5.12.2025
სამართალი

სუს-მა ოზურგეთის მერიის აუდიტის სამსახურის მოქმედი მთავარი სპეციალისტი და ნატანების ყოფილი რწმუნებული დააკავა

18:03; 5.12.2025
პოლიტიკა

“ყალბად მოგონილი აჟიოტაჟია” – მიხეილ სარჯველაძე

17:37; 5.12.2025
საზოგადოება

რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს 6 დეკემბერს

17:24; 5.12.2025
სამართალი

სუს-მა სკოლის დირექტორი დააკავა

17:18; 5.12.2025
ფინანსები

ბათუმში GOAL FITNESS-ის პირველი ფილიალი იხსნება – მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

17:06; 5.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკმა 2025 წელს 53 პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად განათლების შესაძლებლობები 300 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის შექმნა

15:51; 5.12.2025
პოლიტიკა

კობახიძე: შსს-მ იცოდა, რომ იყენებდა წყალს, კონკრეტულ ნივთიერებას, გამხსნელს, რომელიც იქნა შეძენილი თავის დროზე, დანარჩენს გამოძიება შეისწავლის

15:20; 5.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

9:59; 5.12.2025
0

ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

9:28; 5.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო