„არავინ გაბედოთ ნერვიულობა, გააგრძელეთ ბრძოლა ჩემთვის და ჩემ მაგივრად. ჩემი დაკავება მოხდა 20 ივნისის პროტესტის დემორალიზებისთვის. გთხოვთ, ნაკლები აჟიოტაჟი და მეტი პროტესტი. დღეს ყველა რუსთაველზე!
მოძებნეთ საბჭოთა საქართველოს დროის დაპატიმრებული და რეპრესირებული მასწავლებლები და სხვები და გააზიარეთ!
თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“ — წერს ნინო დათაშვილი ციხიდან
აქტივისტი და მასწავლებელი ნინო დათაშვილი რამდენიმე საათის წინ დააკავეს. შსს დათაშვილს სასამართლოს მანდატურზე ფიზიკურ შეურაცხყოფას ედავება. აქტივისტს 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
წყარო: ტელეკომპანია „ფორმულა“




























































