მოძრაობა “ქართული კინო საფრთხეშია” თეატრალური უნივერსიტეტის რექტორის გადადგომას ითხოვს.
“სტუდენტური პროტესტის გაჩერება დეზინფექციის ჩატარების მოტივით, სტუდენტების დაჯარიმება და დაშინება სიმბოლური აქტია და ამ სივრცის თავისუფლებისაგან გაწმენდას ემსახურება. გარემო, სადაც თავისუფლებას ებრძვიან არ შეიძლება ემსახურებოდეს ხელოვნებას და ნამდვილად საჭიროებს დეზინფექციას.
მოვითხოვთ, გადადგეს უნივერსიტეტის რექტორი და გუშინდელ სადამსჯელო ღონისძიებაზე პასუხისმგებელი ყველა პირი, რათა უნივერსიტეტი დაუბრუნდეს მის რეალურ ფუნქციას – ხელი შეუწყოს ძლიერი და თავისუფალი ხელოვანების აღზრდას”,_ აცხადებს მოძრაობა “ქართული კინოს საფრთხეშია”.































































