“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, რუსთავში აღმაშენებლის ქუჩაზე, მოძრავ “ფორდის” მარკის მიკროავტობუსს, მოულოდნელად ცეცხლი გაუჩნდა.
მძღოლმა მოასწრო და მიკროავტობუსი დრულად დატოვა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს, მიკროავტობუსში მგზავრები არ იმყოფებოდნენ.
სატრანსპორტო საშუალება სრულად დაიწვა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძღო, სასწრაფო და საპატრულო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი.






























































