ცოტა ხნის წინ „გურია ნიუსს“ მარტოხელა დედა დაუკავშირდა და დახმარება ითხოვა.
როგორც ქრისტინე გაბუნია გვწერს, ის მის ორ შვილთან ერთად, ქირით, უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. ერთ-ერთ მის შვილს – 11 წლის გოგოს ცერებლარული დამბლა აქვს.
„მოგმართავთ თხოვნით დედა, რომელსაც შვილი ეტანჯება. გთხოვთ, მიიტანოთ გულთან ჩემი თამუნას გასაჭირი. თამუნა ცუდათაა, მისი დიაგნოზია ცერებლარული დამბლა, ვერ დადის, ვერ საუბრობს, აქვს ეპილეფსია და თავში კისტა… ვხედავ როგორ უჭირს ჩემს შვილს და ვერ ვშველი, ყველაზე აუტანელი რამ, რაც შეიძლება ადამიანს აწუხებდეს მისი ლამაზი თვალები როგორ მთხოვს შველას და მე კი უძლური ვარ, რომ სტკივა იმის თქმაც არ შეუძლია ვაი, დედა, მიშველე… უკვე 10წელია, რაც მეტანჯება, მე ვარ მარტოხელა დედა, ვცხოვრობ ქირით ორ შვილთან ერთად, საკუთარი სახლიც არ გაგვაჩნია. ბავშვები მამამ მიატოვა და ძალიან გაუსაძლის დღეში ვარ, ჩემი თამუნას მკურნალობა არის დიდ თანხებთან დაკავშირებული რისი საშუალებაც მე არ მაქვს. მოგმართავთ ყველას, ჩემო ქართველებო, დედებო, მამებო, დამეხმარეთ დედას, რომელსაც უნდა შვილის გადარჩენა და იმ სიტყვების გაგონება რომ ჩემა თამუნამ დედა დამიძახოს.
ანგარიში გახსნილია“ საქართველოს ბანკში“-GE05BG0000000746245000, GE28TB7388145064300016
მიმღები -გაბუნია ასმათი.
პირადობის ნომერი: 60001048060 საქველმოქმედო ნომერი 0901701183 ზარის განხორციელება მხოლოდ „ბილაინის“ აბონენტებს შეუძლიათ“.