უფლებათა დაცვის საერთაშორისო ცენტრი „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტურ გამოძიებას ეხმიანება.
„უფლებათა დაცვის საერთაშორისო ცენტრი (ICFRP) ეხმიანება “რადიო თავისუფლების” მიერ ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში საჯარო სივრცეში 31.03.2025წ. გავრცელებულ ინფორმაციას და მიმართავს საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს და საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, ასევე, საქართველოს სახალხო დამცველს კომპეტენციის ფარგლებში დაუყონებლივ დაიწყონ შესაბამისი მოკვლევა შპს ,,ყვარლის ბაგის“ მიერ შპს „ჩირინასაგან” (“ბიუ ბიუ”) შეძენილი ქათმის ნაკელით საქონლის გამოკვების, ქათმის ნაკელით გამოკვებული საქონლისაგან მიღებული რძის მომხმარებლისათვის მიწოდება/ინფორმირების, ქათმის ნაკელით გამოკვებული 200 ერთეული საქონლის დაღუპვის, დაღუპული საქონლის შესახებ ინფორმაციის შესაბამისი ორგანოებისათვის მიწოდების, ასევე ქათმის ნაკელით დაღუპული 200 ერთეული საქონლის განთავსებისა ან/და მისი შესაძლო რეალიზაციის ფაქტებზე.
საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის თანახმად ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში“, _ ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.