ლანჩხუთელი პოეტის თემურ ფირცხალაიშვილის სახელობის შემოქმედთა მუზეუმმა საქართველოს მწერალთა კავშირის წევრს, პოეტს სოფელ სურებიდან ოტია ტრაპაიძეს უმასპინძლა და მისი ლექსების ახალი კრებული „ნიკოფსიიდან დარუბანდამდე“ გააცნო პოეზიის ლანჩხუთელ მოყვარულებს.
„მადლობა მუზეუმის დირექტორს, ქალბატონ დარო ბიწაძეს, ასევე, დამსწრე საზოგადოებას თბილი და ტკბილი დახვედრისთვის. ყოველთვის მახარებს ლანჩხუთში სტუმრობა. მიყვარს აქაური აურა და სისხლის ყივილიც არ მასვენებს… ჩემი დიდი ბებო ლანჩხუთელი, მამათელი ქალი იყო…“ _ ამბობს სოფიო ღლონტი, რომლის რედაქტორობითაც გამოიცა ოტია ტრაპაიძის კრებული.
შემოქმედთა მუზეუმს მასპინძლობისთვის მადლობას უხდიან ხელოვნების ლანჩხუთელი ქომაგებიც:
„ნამდვილად შესანიშნავი საღამო ჩატარდა ღია სივრცეში, აივანზე. მადლობა დარეჯან ბიწაძეს და მის გუნდს, ასეთი კარგი სტუმრების მოწვევისათვის. როგორ მოგვნატრებია ასეთი შეხვედრები.“
ავტორი: სოფო წილოსანი