გამოცემა „Brut“-ის ინფორმაციით, ფრანგმა კაცმა პენსიაზე გასვლამდე 251 ქვეყანაში იმოგზაურა. მისი ხარჯი დღეში 1 დოლარს შეადგენდა.
ფრანგმა პენსიონერმა ანდრე ბრიუჟირუმ, რომელიც 83 წლისაა, გამოცემას უამბო, რომ თავისი მოგზაურობის მარშრუტის განვითარება 17 წლისამ დაიწყო.
მან სამსახური მიატოვა და შოტლანდიაში გაემგზავრა. ამ დროს მას ფინანსური სირთულეები ჰქონდა, ამიტომ დღეში მხოლოდ 1 დოლარს ხარჯავდა.
ანდრე ბრიუჟირუ ავტოსტოპით გადაადგილდებოდა, არ ჩერდებოდა სასტუმროში და არ სტუმრობდა რესტორნებს. მან 251 ქვეყანაში იმოგზაურა და ავტოსტოპით 400 ათასი კილომეტრი დაფარა.
ავტორი