ტრადიციულად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ცენტრში ნაძვის ხისა და ქუჩების საახალწლოდ მორთვა იგეგმება, ამ ეტაპზე უცნობია თუ რა თანხა არის გამოყოფილი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.
“მიმდინარეობს ამ საკითხზე მუშაობა. იგეგმება ნაძვის ხისა და ქუჩების საახალწოდ მორთვა, თუმცა, ეს მოხდება შეზღუდული რესურსებით”, _ გვითხრა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა იამზე ვაჩეიშვილმა.
































































