საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი დღეს საზოგადოებას ოზურგეთის მერობის კანდიდატებს აცნობდა. ჟურნალისტმა იმედა დარსალიამ მერობის კანდიდატებს უმუშევრობის პრობლემის მოგვარების საკუთარი ხედვის გაცნობა სთხოვა.
ეთერში გასული ინფორმაციის და კადრების თანახმად, ვიდრე ჟურნალისტი დამოუკიდებელი კანდიდატის ჩასაწერად ემზადებოდა, კოტე შარაშენიძეს მისივე შტაბის წევრმა არჩევა მისცა: “მოიტყუე რამე და უთხარი”.
“კარგი” _ პასუხა შარაშენიძემ.
ეს კადრები ჩართულმა კამერამ დააფიქსირა.
მაუწყებლის ეთერში გასულ კადრებს საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურენ “ქართულ ოცნებაში”
“საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერით გავრცელდა მასალა ცოტა ხნის წინ, რომელიც ცოტა ხნის წინ მთელმა საზოგადოებამ ნახა, სადაც ჩანს, როგორ ემზადება ბატონი კოტე შარაშენიძე და მისი შტაბი დღევანდელი ბრიფინგისთვის.
ჩანს როგორ გეგმავენ ისინი დეზინფორმაციის და ტყუილების გავრცელებას ისინი ამ ბრიფინგის საშუალებით. ეს არის საზოგადოების შეურაცხყოფა, ამომრჩევლის შეურაცხყოფა და მედიის ბოროტად გამოყენება.
ჩვენ რამდენიმე დღის წინ ასევე ვნახეთ რომ გავრცელდა მასალა, სადაც პირდაპირ ჩანდა, რომ ბატონი შარაშენიძის შტაბს, პრაქტიკულად, “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი მაღალჩინოსნები ხელმძღვანელობენ. დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მეთოდები, რომელსაც ისინი იყენებდნენ ამ კამპნიის დროს, არის სწორედ “ნაციონალური მოძრაობის” გამოცდილება და მათი ხელწერა.მე მოვუწოდებ “ქართული ოცნების” თითოეულ მხარდაჭერს, მეორე ტურშიც მხარი დაუჭირეთ ბეგი სიორიძეს, ჩვენ მოვიგებთ პატიოსანი ბრძოლით.” _ განაცხადა ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გასულ კადრებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა კონსტანტინე შარაშენიძემ.
მისი თქმით, მას შტაბის წევრი არა მოიტყუეს, არამედ “მოითხოვეს” ეუბნება.
როგორც მერობის კანდიდატმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, მოთხოვნა დღეს გამართული ბრიფინგის ეთერში გასვლას ეხებოდა, თუმცა, როგორც მაუწყებლის მიერ გავრცელებულ მასალაში ჩანს, შარაშენიძეს კომენტარი სამომავლო გეგმებზე, უფრო კონკრეტულად კი უმუშევრობის პრობლემის მოგვარების საკუთარ ხედვებზე უნდა გეკეთებინა.
მასალის თანახმად, შარაშენიძემ მაუწყებელს ინტერვიუ ბრიფინგის დასრულების შემდეგ მისცა.
მმართველ პარტიაში შარაშენიძის არგუმენტებს არ იზიარებენ და აღნიშნავენ, რომ ეს თავის მართლების მცდელობაა.