„გურია ნიუსისთვის“ აბაშაში, სოფელ კეთილარში მომხდარი ყაჩაღობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
როგორც სააგენტოს ადგილობრივები უყვებიან, ოჯახში, სადაც 80 წლის მოხუცი მარტო ცხოვრობდა, ნიღბიანები შეიჭრნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მათივე ინფორმაციით, თავდამსხმელებმა 530 ლარის წაღება მოახერხეს.
„დაუთოება უნდოდათ, თუმცა, ვერ მოასწრეს. მოხუცს ფიზიკურად გაუსწორდნენ და შემდეგ ადგილიდან მიიმალნენ“, _ უყვებიან ადგილობრივები „გურია ნიუსს“.
შეგახსენებთ, ყაჩაღობა სოფელ კეთილარში გუშინ, გვიან ღამით მოხდა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.