“პროკურატურავ მადლობაააააა!!! აი, რა მაყვირებდაააა!!! გიგა იყო უმწიკვლო, ე.ი. მისი მკვლელები იქნებოდნენ მანიაკები!!!!! ამას რატომ ითმენდით დიდ დიღომშიიიიიიიიიი!!!!!!!!” _ წერს მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში, რითაც პროკურატურის განცხადებას ეხმაურება.
ინფორმაციისთვის, პროკურატურამ დღეს გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს ბრალი დაუმძიმა.
პროკურატურის განცხადებით, დაკავებულები ძალადობის სხვა რამდენიმე ეპიზოდშიც მონაწილეობდნენ – ისინი წინასწარი ორგანიზებით, სხვადასხვა პირებზე ძალადობდნენ და აღნიშნულს მობილური ტელეფონების გამოყენებით იღებდნენ.

































































