სამხრეთ კორეის ერთ-ერთ ზოოპარკში ცხოვრობს სპილო სახელად კოტიკი, რომელიც… ლაპარაკობს.
მას რამდენიმე სიტყვის თქმა შეუძლია კორეულ ენაზე.”გამარჯობა”, “დაჯექი”, “დაწექი, “არა”, “კარგი”.
სპილო ხორთუმს პირში იდებს და ამის საშუალებით ახერხებს სიტყვების წარმოთქმას.
სპილოს ხმის იოგები ისეა მოწყობილი, რომ სპილოს არ შეუძლია ადამიანივით ბგერების წარმოთქმა, ამიტომ მეცნიერები დაბნეულები არიან და ვერ აუხსნიათ რანაირად ახერხებს კოტიკი სიტყვების წარმოთქმას.
მეცნიერ-ბიოლოგები ფიქრობენ, რომ მიზეზი კოტიკის სიმარტოვეა, იგი პატარაობიდანვე მოიყვანეს ზოოპარკ “ევერლენდში”და ერთადერთი სპილო იყო მთელს ზოოპარკში.
ბოლო წლების განმავლობაში მას მხოლოდ ადამიანებთან ჰქონდა ურთიერთობა. თუმცა ასეთი ახსნა მაინც არადამაჯერებლად გამოიყურება. ფაქტი ერთია, ანომალიურ მოვლენასთან გვაქვს საქმე.