მოლდოვის მთავრობამ დნესტრისპირეთში დისლოცირებული რუსი სამხედროების ე.წ. ოპერატიულ ჯგუფს თავის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა.
ამის შესახებ მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, დანიელ ვოდემ განაცხადა.
„მოლდოვის ტერიტორიაზე არ დავუშვით რუსული ჯარების ე.წ. ოპერატიული ჯგუფის ოფიცრები, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული უკანონო ფორმირება, რომელიც ნეიტრალიტეტის სტატუსს არღვევს. ამ კონტექსტში, საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის სამინისტროები მოლდოვის ხელისუფლების პოზიციას იმეორებენ და აცხადებენ, რომ უნდა დაიწყოს რუსული ჯარების და საბრძოლო მასალის საწყობების გაყვანის პროცესის უპირობოდ განახლება“, – განმარტა ვოდემ.