მოლდოვას პრეზიდენტმა რუსეთი დაადანაშაულა უცხოელი „დივერსანტების“ გამოყენებაში მისი პრო-ევროკავშირის მთავრობის დასამხობად. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
პრეზიდენტმა სანდუმ თქვა, რომ „შეთქმულება“ მოიცავდა „ე.წ. ოპოზიციის პროტესტს“, რომლის მიზანია „კონსტიტუციური წესრიგის დამხობა“.
გასულ კვირას უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ კიევის სადაზვერვო სამსახურმა გამოავლინა რუსული გეგმა მოლდოვას განადგურების შესახებ.
პრეზიდენტი სანდუ ამტკიცებდა, რომ რუსეთი გეგმავდა „სამოქალაქო ტანსაცმელში შენიღბული სამხედრო დივერსანტების გამოყენებას, ძალადობრივი ქმედებების, სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმებისა და მძევლების ასაღებად“.
შეთქმულება გულისხმობს რუსეთის, ჩერნოგორიის, ბელარუსის და სერბეთის მოქალაქეების შემოსვლას მოლდოვაში,_ თქვა მან პრესკონფერენციაზე.
მან მოუწოდა მოლდოვას პარლამენტს მიიღოს კანონები, რომლებიც მისცეს ქვეყნის დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურს (SIS) და პროკურორებს “აუცილებელი საშუალებები ეროვნული უსაფრთხოების საფრთხეების წინააღმდეგ უფრო ეფექტური ბრძოლისთვის”. მან დასძინა, რომ “კრემლის მცდელობები ძალადობის შემოტანის ჩვენს ქვეყანაში წარუმატებელი იქნება”.