მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში მაია სანდუს მმართველი „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია“ ხმათა 49.70 პროცენტით პროცენტით ლიდერობს.
]მეორე ადგილზეა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის იგორ დოდონის პრორუსული “პატრიოტული ბლოკი“ 24.45 პროცენტით.
მესამეზე საარჩევნო ბლოკი „ალტერნატივაა“, ხმების 8.04 პროცენტით, მეოთხეზე კი „ჩვენი პარტია“, ამომრჩეველთა ხმების 6.25 პროცენტით, მეხუთე ადგილზე _ „ღირსებისა და სიმართლის პლატფორმის“ პარტია – 5.66 პროცენტით.
დასათვლელია უცხოეთში განთავსებული საარჩევნო უბნების ხმები, სადაც, სპეციალისტთა ვარაუდით, ხმების უდიდეს რაოდეობას მაია სანდუს პარტია აიღებს.































































