„პარლამენტის რიგგარეშე სესია მომავალ კვირაში, სავარაუდოდ, 18-19 ივლისს გაიმართება. პარლამენტის წევრებს დროულად ვაცნობებთ კონკრეტულ თარიღებს”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.
სესიაზე დაგეგმილია გენერალური პროკურორის არჩევა.
საპროკურორო საბჭომ, პარლამენტს, საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ასარჩევად გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურა წარუდგინა.
ბიურომ საკითხი განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადასცა.