Dunkin’ Donuts-ი სახელს იცვლის. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანის საკუთარ ვებგვერდზე ავრცელებს.
მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კომპანიას 2019 წლის იანვრიდან Dunkin ერქმევა.
წლის დასაწყისიდან ახალი ბრენდირება შეფუთვაზე გამოჩნდება, ასევე კომპანიის რეკლამებში, ვებსაიტსა და სოციალურ არხებში. გარდა ამისა, კომპანიის ლოგო ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სხვადასხვა ქვეყნებში მდებარე Dunkin-ის მაღაზიების ინტერიერსა და ექსტერიერში გამოჩნდება.
როგორც კომპანიაში ამბობენ, სახელის შეცვლა მიღებულ გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომლის მიხედვითაც, ბრენდს სურს აქცენტი ყავის გაყიდვაზე გააკეთოს.